ხათუნა შედანია

მე-დამრიგებელი









                                                                           ჩემი მერვე

                     

                   სადამრიგებლო პროგრამა 2015–2016 სასწ.წელი

                         ექსკურსიის სლაიდშოუ


                     კარგი დამრიგებელი რომ ვიყო.......ანუ ჩემი მუდმივი საკითხავი

1. დამრიგებელი 
2. სადამრიგებლო საათის პროგრამა V-IX კლასების დამრიგებლებისთვის
3. კლასის საათი. (ერთი გეგმის ნიმუში)




 ბლოგი: მშობლებისთვის


ოსწავლის ქცევის კოდექსი

თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების საგანი

1.        მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში, ,,ქცევის კოდექსი’’) არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს  სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.

2.        ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი  გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.
3.        სკოლა ვალდებულია, ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი.

4.        სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს.


მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი

1.        ქცევის კოდექსის მიზანია,  დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები.

2.     ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთადისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, კოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს  დამკვიდრებას.

მუხლი 3. რეგულირების სფერო
1.        ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე.

2.        სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში.
თავი II. მოსწავლის ქცევის წესები

მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება
1.        მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს  მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
2.        მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.

მუხლი 5.  მოსწავლეებთან დამოკიდებულება
მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან,  ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე  სახის შეურაცხყოფას.

მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი
მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.

მუხლი 7.  მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა  და სასკოლო ღონისძიებების დროს
1.        მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.
2.        გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს  სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი  ნივთები.
3.        მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 
4.        მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.
5.        მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
6.        მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
7.        მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.
8.        მოსწავლე  არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
9.        მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.
10.    მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები
მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
ა) თამბაქოს ნაწარმი;
ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
გ) სანთებელა ან ასანთი;
დ) ალკოჰოლური საშუალებები;
ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;
თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;
ი) ნარკოტიკული საშუალებები;
კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები.
ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის

მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის  დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით  გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.


განმარტებითი ბარათი
,,მოსწავლის ეთიკის კოდექსის დამტკიცების თაობაზე  საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტთან დაკავშირებით

წინამდებარე ბრძანების პროექტი მიზნად ისახავს სწავლისათვის ისეთი  გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და შესაბამისი ღირებულებების ჩამოყალიბებას. პროექტი ადგენს მოსწავლის ქცევის წესებს,რომლითაც იგი ხელმძღვანელობს მასწავლებლებთანმოსწავლეებთანმშობლებთანსკოლის დირექტორთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობაში.  
პროექტის თანახმადეთიკის კოდექსი შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისაგან:
1.      მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა;
2.      მოსწავლის ქცევა სასწავლო პროცესისა  და სასკოლო ღონისძიებების დროს.
პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომებს ეთიკის კოდექსისდარღვევის შემთხვევაში. კერძოდმოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით  გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
პროექტის ავტორია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროექტის ინიციატორი და წარმდგენი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება 36/ნ
2011 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
                                     ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 6. დამრიგებელი
1.        საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს  თავის სადამრიგებლო კლასს.
2.        დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3.        დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი (დაწყებით და საბაზო საფეხურზე);
გ) დაეხმაროს მოსწავლს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვაპრობლმის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლმშობლსა და მასწავლებეს შორის პრობლემების წარმოქმნისშემთხვევაში;
ე) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;
ვ)  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ)  გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;
თ)  გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოსოსწავლის ძლიერი მხარეებიმისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებშისპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებშიმოსწავლის აკადემიური,ფიზიკურიემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები,რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის;
ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ.
4.        დამრიგებლის მუშაობა უნდა ეყრდნობა  შემდეგ პრინციპებს:
ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო  პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება -დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
დ) თანამშრომლობის პრინციპი  დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.

საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში  - სამინისტრო), საჯარო სამართლის იურიდიული პირის  -ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.







Комментариев нет:

Отправить комментарий

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა