ხათუნა შედანია

პროექტები


                             ,,მამა ვასილის ნაკვალევზე'' დოკუმენტური ფილმი
                               პროექტი ,,მამა ვასილის ნაკვალევზე'' გეგმა

                            პროექტი ,,მამა ვასილის ნაკვალევზე'' ფოტოკოლაჟი




                                         პროექტი ,,პრინციშ დოხორე''


                                     პროექტი:        ექვთიმე თაყაიშვილი–150
     







  მოხსენება  პროექტის პრეზენტაციისთვის პედაგოგთა პირველ რაიონულ კონფერენციაზე 2014–2015 სასწ.წ

        წარმოგიდგენთ პროექტს,, საქართველო ანტიკური პერიოდის ისტორიკოსთა ნაშრომებში’’.
     საგანმანათლებლო პროექტის ფორმა მასწავლებელი–მოსწავლეთა ურთიერთობის მხრივ ავირჩიე ფორმა, რომელიც ყველაზე მეტად არის აპრობირებული დღევანდელ სასკოლო სისტემაში. ესაა ფორმა, როდესაც მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გამზადებულ პროექტს, იგი თავად განსაზღვრავს პრობლემას, სახავს მისი გადაჭრის სტრატეგიას და ტაქტიკას, მოსწავლეები კი დამოუკიდებლად გადაჭრიან პრობლემას.
        დღევანდელობაში სიტყვა ,,პროექტი’’ ფაქტობრივად ჩვენი ყოველდღიურობის თანმდევი ტერმინი გახდა,  პროექტი, ეს სიტყვა გვესმის ყველგან და ყველასგან. ჩვენ ვგეგმავთ ჩვენს მომავალ ქმედებებს, მიზნები არის გრძელვადიანი და მოკლევადიანი...ე.წ.,,პროექტული აზროვნება’’ დღეს საკმაოდ მოდურიც გახლავთ.    ფართოდ შემოაბიჯა პროექტულმა სწავლებამ საგანმანათლებლო სფეროშიც. სწავლა–სწავლების ეს ფორმა არის კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ ან უფრო ხშირად ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო.  საგანმანათლებლო პროექტი, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის გახლავთ მცირებიუჯეტიანი, და ხშირ შემთხვევაში ენთუზიაზმზე და თვითდაფინანსებაზეა დამოკიდებული.
Ø  პრობლემა: 2014-2015 ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ქართული ენის ოლიმპიადაზე მოსული თემა გახდა ჩემი პროექტის ინსპირაციის წყარო.  კერძოდ, N 8 დავალება, სადაც მოცემული იყო ტექსტი საქართველოში ანტიკურ პერიოდში ქართველების მიერ გამოყენებულ წყლის ენერგიაზე, როგორც სანავიგაციო საშუალებაზე.  ამ წყაროს ავტორი გახლავთ ბერძენი ავტორი ჰიპოკრატე.  როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის  არ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ ჰიპოკრატე გარდა მედიცინისა, წილნაყარია ისტორიულ წყაროებთან ,  უფრო მეტიც, მას მნიშვნელოვანი ცნობები აქვს საქართველოს შესახებ.
როდესაც მოსწავლეებს გავაცანი ჩემი იდეა პროექტის თემატიკაზე, მათ მითხრეს, მასწავლებელო, განა იმდენი რა ცნობები აქვთ  ანტიკური პერიოდის მოღვაწეებს საქართველოზე, რომ ღირდეს მისი პროექტად ქცევაო. საპასუხოდ  განწყობის შესაქმნელად მე მათ მოვუმზადე სპეციალური სლაიდი, სადაც ნაჩვენები იყო მხოლოდ საკვანძო საკითხები, და ......,,ათასერთი ღამის’’ პერსონაჟისა არ იყოს, ყველაზე საინტერესო მომენტში წყდებოდა....
Ø  მიზანი: ანტიკური პერიოდის ისტორიოგრაფიის როლის უფრო ღრმად გააზრება, საქართველოზე არსებული ცნობების მოგროვება, რომელიც ანტიკური პერიოდის მოღვაწეებში საკმაოდ მრავლად გვხვდება.
Ø  შედეგი: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ზოგადად ანტიკური პერიოდის ისტორიოგრაფიაზე, გაიაზრებენ ანტიკური პერიოდის ისტორიოგრაფიის როლს , ასევე გაარკვევენ ანტიკური პერიოდის მოაზროვნეთა კავშირს საქართველოსთან, გაიაზრებენ იმ ფასდაუდებელ წვლილს ანტიკური პერიოდის მოღვაწეების მიერ გაწეულს. რომელთაც შემოგვინახეს ცნობები საქართველოზე, ზოგჯერ უმნიშვნელო და აღწერითი ხასიათის, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ კოლხეთი და იბერია იყო ისტორიკოსთა ყურადღების  ობიექტი, უკვე მნიშვნელოვანია.
Ø  მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას განუვითარდებათ XXI საუკუნის უნარ–ჩვევები
1.      საღი მსჯელობა და აღქმა
2.      პასუხიმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში
3.      ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირებაპრობლემის გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხის გასაცემად
4.      ინფორმაციის ეფექტურად მოპოვება, მისი კრიტიკულად და კომპეტენტურად შეფასება
5.      ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთთან დაკავშირებით
6.      სხვადასხვასისტემას  შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება


Ø  მიზნობრივი ჯგუფი: IX-X კლასები
რადგანაც ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად IX კლასის სტანდარტი ითვალისწინებს საქართველოს ისტორიის სრულ კურსს, ხოლო X კლასში შეისწავლება ისტორიოგრაფია, მათ შორის ანტიკური პერიოდის ისტორიოგრაფიაც.   
Ø  ვადები– 10 დღე  

Ø  განხორციელების გზები და პროექტის მიმდინარეობის ეტაპები
     პირველ შეხვედრაზე მოსწავლეებს ვაცნობ თემას, ვუჩვენებ ჩემს მიერ მომზადებულ მოტივაციის ასამაღლებელ სლაიდშოუს, შეიქმნება IX-X   კლასების შერეული ჯგუფები. ჯგუფები თავად შეარჩევენ ჯგუფის სახელწოდებას, ჩემი მითითებით ეს იქნება ანტიკურ პერიოდთან დაკავშირებული ტერმინები თუ ისტორიული პირები. ისინი, ვინც  იმუშავებენ რომაულ ისტორიოგრაფიაზე, შეარჩევენ ანტიკურ რომთან დაკავშირებულ ტერმინებსა და დევიზებს, ხოლო  ბერძნულ ისტორიოგრაფიაზე მომუშავე ჯგუფები, შესაბამისად საბერძნეთთან დაკავშირებულ ტერმინებსა და დევიზებს. მაგ.
1.ჯგუფი:,, გლადიატორი’’ დევიზი მონა–მებრძოლი სულით’
2. ჯგუფი:,, ლეგიონი’’ დევიზი,, გამარჯვება უპირველეს ყოვლისა.
3. ჯგუფი : ,,კეისარი ,, ვენი!ვიდი! ვიცი!
4.ჯგუფი:   ,,სპარტა,, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია’’
5. ჯგუფი:ტაციტუსი: ,,sina ira et studio’’ რისხვისა და მიკერძოების გარეშე
თითოეული ჯგუფი ირჩევს ანტიკური პერიოდის იმ მოღვაწეთაგან სამს, რომელიც ნახეს მასწავლებლის მომზადებულ სლაიდზე.
         ჯგუფები იწყებენ მუშაობას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სტუმრობენ სკოლის ბიბლიოთეკას და კომპიუტერულ ლაბორატორიას, ახარისხებენ მიღებულ ინფორმაციას. ––––––––––3 დღე
Ø  მოსწავლეები იკვლევენ და ადგენენ :
1.      წყაროთა წარმომავლობას
2.      წყაროთა პირველადობა–მეორადობას
3.      იყვნენ თუ არა ავტორები აღწერილი ეპოქის თანამედროვენი
4.      ანტიკური პერიოდის მოღვაწეთაგან, რომელს უმოგზაურია თავად საქართველოში
5.      რომელია მათი ცნობილი ნაშრომები
6.      ადგენენ ისტორიოგრაფიული ნაშრომის სანდოობას
7.      იკვლევენ, რამდენად ღირებულია ისტორიოგრაფიული ნაშრომი სამეცნიერო თვალსაზრისით
8.      აგროვებენ იმ ციტატებს , სადაც ანტიკური პერიოდის საქართველოა ნახსენები
9.      ადგენენ, ანტიკური პერიოდის ისტორიოგრაფიის 9 მახასიათებლიდან რომელია კონკრეტული წყაროს შექმნის ამოსავალი წერტილი

Ø  რესურსები:
ფლიპჩარტები,  თაბახის ფერადი ფურცლები, ფერადი სტიკერები, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები,  საკანცელარიო წებო, მაკრატელი, ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერები, ამოსაბეჭდი მოწყობილობა.

Ø  მოსალოდნელი შედეგები  პროდუქტი,  რაც შეიძლება მოყვეს პროექტს:
ქმნიან ბუკლეტებს––––––––––2დღე
ქმნიან 2 კედლის გაზეთს–––– 3 დღე
1.ანტიკური პერიოდის რომაელები და საქართველო
2. ანტიკური პერიოდის ბერძნები და საქართველო
მოპოვებული და დახარისხებული ინფორმაციისგან  ქმნიან powerpoint ფორმატში პრეზენტაციას , სადაც საბოლოოდ  თავს მოიყრის ყველა ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაცია–––––––––––––––––– 2 დღე
 შედეგის რაოდენობრივი მაჩვენებელი:15 ბუკლეტი, 2 კედლის გაზეთი, 1 power-point პრეზენტაცია
შედეგის თვისობრივი მაჩვენებელი: ანტიკური პერიოდზე ცოდნის გაღრმავება

Ø  შეფასება–თვითშეფასება–უკუკავშირი
განსაკუთრებული მნიშვნელობას ვანიჭებ პროექტის ამ ნაწილს, რადგანაც ყოველი შემდგომი პროექტის დასაწერად და განსახორციელებლად მიმაჩნია, რომ ეს პუნქტი ყურადსაღებია მასწავლებლისთვის, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მომავალში.
1.როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
2.შეიცვალა თუ არა პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
3.ნათელი იყო თუ არა შენთვის  საკუთარი  როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
4. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
5. ხელახლა რომ მოგეცეს საშუალება ამ პროექტის მომზადებისა, რა ცვლილებებს შეიტანდი მასში?
  პროექტზე მუშაობის პროცესში  მონიტორინგი და შუალედური შეფასება განხორციელდება სამჯერ:  ბუკლეტებზე ,კედლის გაზეთებსა და power-point პრეზენტაციის მომზადების შემდეგ.
საბოლოოდ კი მზა პროექტის პრეზენტაცია მოხდება ისტორიის კვირეულის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წინაშე.

      გამოყენებული ლიტერატურა:
1.სოფიკო ლობჟანიძე ,,სასწავლო პროექტებზე მუშაობის სქემები’’
2. პავლე თვალიაშვილი ,,სასწავლო პროექტი– კომპეტენციების განვითარების საშუალება–ხელმისაწვდომი ინსტიტუტი ნებისმიერი პედაგოგისათვის
3.მანანა ბოჭორიშვილი ,, როგორ შევადგინოთ საგანმანათლებლო პროექტი–გზამკვლევი მასწავლებლებს’’
4. www.wikipedia. org 


                                           პროექტზე    მუშაობის  ეტაპები




















Комментариев нет:

Отправить комментарий

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა