ხათუნა შედანია

ანგარიშები

ისტორიის სწავლების ანგარიში
სემესტრი
2014–2015 სასწავლო წელს ისტორიას ვასწავლი სამ კლასში, ესენია: VII,IX და XIIკლასებში. დროულად დავწერე თემატური გეგმები ყველა კლასში, ვაწარმოებ ყოველდღიურ კალენდარულ გეგმებს.

                                             წარმოგიდგენთ სტატისტიკურ ანგარიშს
კლასები
სულ
10
9
8
7
6
შემაჯამებელი დავალებები
VII
8
3
1
1
1
2
2
IX
9
2
3
-
2
2
3
XII
5
1
-
-
2
2
1
ჯამი
22
6
4
1
5
6
6

  ვცდილობ, ჩემი ყოველი ახალი სასწავლო წელი სიახლეებით აღსავსე იყოს როგორც ჩემთვის, ასევე მოსწავლეებისთვის, ამისათვის ჯერ კარგად ვეცნობი და ვაანალიზებ იმ სიახლეებს, რომელსაც ვნერგავ შემდგომში კლასებში, მოსწავლეებისთვისაც სასწავლო პროცესი არ არის რუტინული და დამღლელი, რადგანაც არასდროს იციან, როდის როგორი მიმართულებით  წავა საგაკვეთილო პროცესი, ამჯერად რა ნოვაციას შესთავაზებს მათ მასწავლებელი.
        არასოდეს მოვითხოვ იმაზე მეტს მოსწავლეებისგან, რასაც გავცემ. შესაბამისად ყოველი ახალი გაკვეთილის ახსნისას ბოლომდე ვიხარჯები, მხოლოდ ამის  შემდეგ  მაქვს მორალური და პედაგოგიური უფლება, მეორე დღეს მოვითხოვო ის, რაც გავეცი. უკუკავშირიც არ აყოვნებს.
       მოსწავლეები აწარმოებენ შემდეგი სახის რვეულებს                                                               1.საშინაო–საშინაო წერებისათვის
2. ლექსიკონი
3. ისტორიულ პირთა ნუსხა
4. თარიღი და მოვლენა
5. პორტფოლიო
დამატებითი სახელმძღვანელოები
 
 ენციკლოპედიები : მსოფლიოს საოცრებანი
                                      ბერძნული მითოლოგია
                                     რომაული მითოლოგია
მსოფლიოს ილუსტრირებული ისტორიის  ტომეულებიდან შემდეგი ტომები:
     პრეისტორია
    ძველი ეგვიპტე და საბერძნეთი
    რომაული სამყარო
    საუკუნის დასაწყისი და  I მსოფლიო ომი
ასევე ,  100  გამოჩენილი მხედართმთავარი
                     და      მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია.
  
   აქტივობები რომელიც გამოიყენება ისტორიის გაკვეთილზე. იხ.დანართი:
      IX კლასში    განვახორციელე  პროექტი : „ საქართველო ანტიკური  პერიოდის მოღვაწეთა ნაშრომებში“. პროექტი  სპეციალურად   დაიწერა   რესურსცენტრის  მიერ გამოცხადებულ მასწავლებელთა რაიონული კონფერენციისთვის. პროექტის მიმდინარეობა  განისაზღვრა 10 დღით. კონფერენციაზე წარვადგინე უკვე განხორციელებული პროექტის  პრეზენტაცია. POWER POINT–ფორმატში + 4 გვერდიანი მოხსენება  A4 ფორმატში, ისე როგორც დებულებით იყო განსაზღვრული. კონფერენციის მიზანი იყო რაიონის მასწავლებელთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, სწავლა–სწავლების პრაქტიკის ურთიერთგაზიარება. კონფერენცია 2 ეტაპად წარიმართა. ჩემი პროექტი აღმოჩნდა II ეტაპზე გადასულთა შორის. II ეტაპზე მოხდა მისი პრეზენტაცია, განხილვა, ურთიერთშეფასებების მოსმენა და სხვ. იხ. პროექტი.
        10–14 ნოემბერი:ისტორიის კვირეული. მიზნობრივი ჯგუფი  VII XII კლასები. დაიგეგმა და განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები. თავად მოსწავლეებმაც წარადგინეს თავიანთი თემები სხვადასხვა ისტორიულ საკითხებზე. კვირეულის მთავარი მოთხოვნა ჩემი აზრით არის ის, რომ მოსწავლეს არ უნდა რჩებოდეს ისეთი  შეგრძნება, რომ ეს არის იგივე გაკვეთილი გაკვეთილების შემდეგ, არამედ კვირეულის აქტივობები უნდა იყოს სახალისო, უნდა მიმდინარეობდეს სწავლა თამაშით.  ვფიქრობ,  რომ ეს მომენტი ნამდვილად დაცული იყო ისტორიის კვირეულის მიმდინარეობისას. შარშანდელთან შედარებით წელს ახალი აქტივობებიც იყო გამოყენებული. მაგ: ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების გამოცნობა ფოტოებზე, ისტორიული პაზლის აწყობა და სხვ. კვირეულის 5 დღემ იმდენად სწრაფად ჩაიარა, რომ მოსწავლეებს კიდევ ჰქონდათ სურვილი კვირეული გაგვეგრძელებინა.  ამონარიდი მოსწავლეთა შთაბეჭდილებებიდან: „ ასეთი კვირეულები ყველა საგანში უნდა იმართებოდეს და რაც მთავარია თვეში ერთხელ მაინც“. „ მიგვიხაროდა გაკვეთიელბის შემდეგ ისტორიის კაბინეტისკენ, ჩვენ ხომ ისტორიის სამყაროში ვაღებდით კარებს“. „ თითქოს გულში რაღაც მწყდებოდა მაშინ, როცა ხათუნა მასწავლებელი აცხადებდა:  კვირეულის დღევანდელი დღე დასრულდა“!.
    მეორე სემესტრისთვის დაგეგმილი მაქვს პროექტი:  ,,ყველაზე ჭკვიანი ისტორიაში’’, რომელიც დავით აღმაშენებლის   ხსენების დღეს დავამთხვიე.  მიზნობრივი ჯგუფი IX, X, XI კლასები. გამოვლინდება სკოლის ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე ისტორიაში. საკითხები იქნება  როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ისტორიის კურსიდან. გამარჯვებული მიიღებს სამახსოვრო პრიზს მასწავლებლისაგან. სიმბოლური საჩუქრებთი დაჯილდოვდება ყველა მონაწილე. ასევე სკოლის დირექციისაგან მონაწილეები მიიღებენ სიგელებს, გამარჯვებული კი დიპლომს.
    სასწავლო წლის ბოლომდე ვგეგმავ ჩემს მიერ წელს განხორციელებული პროექტების ამსახველი სპეციალური ფოტო სტენდის მომზადებას.


                                                 ისტორიის მასწავლებელი:  ხათუნა შედანია


2014–2015 სასწ.წ.




საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მუშაობის ანგარიში
2014–1015 სასწ.წელი
       კათედრაზე   გაერთიანებული  ვართ ოთხი მასწავლებელი: ისტორია–ხათუნა შედანია, გეოგრაფია– ნანა მიქავა, ჩვენი საქართველო და ისტორია– მაია ყალიჩავა, სამოქალაქო განათლება–ვენერა ქობალია. კათედრაზე დროულად იქნა მოწვეული გათვალისწინებული სხდომები.
      კათედრა მეტწილად მუშაობს  კლასტერების რეჟიმში. ფაქტობრივად არ არსებობს კვირა, როცა კათედრის 2 ან მეტ წევრ შორის არ გამართულა კლასტერული ტიპის შეხვედრა, სადაც განვიხილავდით ამა თუ იმ მნიშვნელოვან თუ აქტუალურ საკითხებს.  I სემესტრში, ნოემბრის თვეში ისტორიის კვირეული ჩაატრდა მრავალფეროვანი 5 დღიანი აქტივობებით. II სემესტრში 9 თებერვალს „ ყველაზე ჭკვიანი“  ჩატარდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან  8 თებერვალთან დაკავშირებით. მონაწილეობას ღებულობდა IX, X, XI კლასების 13 მოსწავლე. II ტურში გადავიდა 6 მოსწავლე, ფინალში–3. I ადგილი–თედო ჯოჯუა, II-ადგილი–მარიამ კვარაცხელია, III დგილი–თორნიკე ანთია.   თემატიკა  შეეხებოდა   იმ    საკითხებს, რომელიც  სამივე კლასს ჰქონდა გავლილი თანაბრად საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიიდან. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი , რამდენიმე მასწავლებელი და მოსწავლეები. პროექტი საკმაოდ დინამიური და ემოციური გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად შემეცნებითი  ხასიათის იყო, საკმაოდ საინტერესო გახლდათ სანახაობრივი თვალსაზრისით.  მაღალი იყო ჩართულობის ხარისხი მოსწავლეების მხრიდან. მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნა გამოსცადეს ექსტრემალურ პირობებში, როცა გიხდება დროის მოკლე მონაკვეთში ნასწავლის სწრაფად გახსენება და საკუთარი თავის წარმოჩენა სკოლის აუდიტორიის წინაშე. 
      სამოქალაქო განათლების კუთხით      მოსწავლეები და დირექტორი დაესწრნენ არაერთ შეხვედრას, ტრენინგებს და სემინარს, როგორც წალენჯიხაში, ასევე ზუგდიდში.
 მოსწავლეებმა CAT  გამოცდებზე 9 და 12 კლასებში ისტორიაში წარმატებით ჩააბარეს.
    მომავალში ვისურვებდით მეტ ურთიერთდასწრებას გაკვეთილებზე კათედრის წევრებს შორის, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ  ჩვენი გამოცდილება და კომპეტენციები.

                                 
  კათედრის ხელმძღვანელი: ხ.შედანია




Комментариев нет:

Отправить комментарий

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა