ხათუნა შედანია

საყვარელი აფორიზმები და გამონათქვამები










ჯორჯ პოიას " ათი მცნება"

ჯორჯ პოიას  „ათი მცნება“

1.    გაინტერესებდეს საქმენი შენი.
2.    იცოდე საგანი შენი.
3.    უწყოდე, რა გზით შეიძლება შენთვის აუცილებელის შესწავლა, რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებაა, ოდეს თავად აღმოაჩენ.
4.    ჰხედვიდე მოწაფეთა სახეებზე ფიქრსა მათსა. რას ელიან შენგან. პატივ-ეც სატკივარსა მათსა. ძალ-გედვას,  მათს ადგილზე საკუთარი თავისა ხილვად.
5.    არა თაყვან-ეც მწირსა ინფორმაციასა, ისწრაფვოდე, დააჩვიო მოწაფე სჯასა, თანმიმდევრული მუშაობის უნარსა და კეთილ-ჰყავ წესი აზროვნებისა მისისა.
6.    დააჩვიე ყმაწვილი მიხვედრას.
7.    დააჩვიე ყმაწვილი მტკიცების  წესსა და რიგსა.
8.    ჰპოვე ამოცანაში ის, რაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა ამოცანის ამოხსნაში გამოგადგეს. აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი.
9.    არა აუწყო მოწაფესა შენსა საიდუმლო მეცნიერებისა მყისიერად, რაითა თავად მოწაფემან გამოიცნოს საიდუმლო იგი. ვიდრე განუმარტავდე შენ თავად იპოვონ, რაც შეიძლება მეტი.

10. კურთხეულ არს მისახვედრი მითითებანი. იძულებით ნუ მოახვევ შეგირდს საკუთარსა აზრსა.















,,ადამიანებო, იყავით ადამიანურნი, ეს თქვენი პირველი მოვალეობაა''
                                                                                                              ჟან ჟაკ რუსო
,,ადამიანი ბრმაა, რომელიც თვალის ახელაზე ოცნებობს''
                                                                                                             ჰეგელი
,,მებრძოლი მეთაურის გარეშე–მინდორი მთესველის გარეშე''
                                                                                                               შუმერული ანდაზა



”10 რჩევა ახალგაზრდა მასწავლებელს”
1. ჩათვალე სკოლა ადგილად, სადაც შეიძლება სრულად გამოვლინდეს შენი ნიჭი.
2. მონახე შენში სახე შენი.
3. ნუ ჩაიკეტები მასწავლებლობაში.
4. დაიმახსოვრე, მასწავლებლობაში ბედნიერება შრომაშია.
5. იყავი ბედნიერი.
6. იყავი მართალი და პატიოსანი.
7. დააფასე იუმორის გრძნობა.
8. იყავი თავშეკავებული - არ დაკარგო თავმოყვარეობა.
9. ნუ აჩვენებ, იყო უფრო ჭკვიანი, ვიდრე ხარ.
10. გქონდეს შენი მოქალაქეობრივი მრწამსი.


Комментариев нет:

Отправить комментарий

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა