ხათუნა შედანია

,,იმსა,, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია




თანამედროვე საქართველოს უდიდესი ისტორიკოსების გვერდით....
მანანა შეყილაძე, ელენე მეძმარიაშვილი, ნანა ციხისთავი...მეამაყება, რომ მქონდა და მაქვს ბედნიერება ვითვლებოდე თქვენს მეგობრად და კოლეგად, მქონოდა თქვენთან საქმიანი ურთიერთობა მონაწილეობა მიმეღო პროგრამის პილოტირებაში

როგორ ვიცხოვრეთ ერთად XX საუკუნეში საქართველოში. 


ქართული დედანი

როგორ ვიცხოვრეთ ერთად XX საუკუნეში საქართველოში.
29 სამუშაო ფურცელი (გაკვეთილი) ისტორიის ინტერაქტიული სწავლებისათვის
სარჩევი:
    მრავალეთნიკური საქართველო
  • 1. „თბილისური ეზო“
  • 2. ჩავაბარეთ თუ არა ტოლერანტობის გამოცდა ავბედობის ჟამს?
  • 3. დუხობორები საქართველოში
  • 4. „კავკასიური ეზო“ სოფელ ბარალეთში
  • 5. ცხინვალი 1990–იანი წლების დასაწყისამდე – ერთიანობა მრავალფეროვნებაში
  • 6. რა მოხდა თბილისში 1956 წლის 9 მარტს?
  • 7. 1989 წლის 9 აპრილი
  • 8. თბილისის მელპომენა (XX საუკუნის თბილისის თეატრალური ცხოვრება)
  • 9. ედემის ბაღი „სამხრეთის ციმბირში“
    ოჯახი და ყოველდღიური ცხოვრება
  • 10. შერეული ქორწინებები საქართველოში XX საუკუნის მეორე ნახევარში
  • 11. ერთი ქუჩა მარნეულში
  • 12. ხალხთა „ჭიანჭველების ბუდე“ ჩაქვში
  • 13. უდიები XX საუკუნის ქართულ გარემოში
  • 14. ქისტები XX საუკუნის საქართველოში
  • 15. ესპანელი ბებიის ისტორია
  • 16. ეთნოკონფლიქტები და ბავშვები
    მიგრაცია
  • 17. „გაყოფილი ლუკმა“
  • 18. მუდმივად სამშობლოს ძიებაში (მესხეთიდან დეპორტირებულები)
  • 19. რუსთავი – „ორმოცი ძმის“ ქალაქი
  • 20. „აგორებული ქვები“ (ეკოლოგიური მიგრანტები საქართველოში)
  • 21. მედლის ორი მხარე: ქართველები და ოსები (XX საუკუნის 90-იანი წწ)
  • 22. სამი ქალის დღიური: ბალტიისპირელების ბედი საქართველოში
  • 23. „სხვა საქართველო სად არის?“: 1990-იანი წლების ემიგრაცია
    რელიგია
  • 24. კანონი და რეალობა
  • 25. „უღმერთო“ საქართველო
  • 26. ფარული ლოცვა
  • 27. თანამშრომლობა თუ შეუწყნარებლობა?!
  • 28. საქართველო მართლმადიდებლებისთვის
  • 29. კათოლიკები XX საუკუნის ქუთაისში


„ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია“ საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ისტორიკოსებისა და ისტორიის პედაგოგების გაერთიანებაა.
ასოციაციის ძირითადი მიზანია ისტორიის დარგისა და ისტორიის სწავლების განვითარების ხელშეწყობა. საამისოდ ორგანიზაციას შემოკრებილი ჰყავს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კადრები - პროფესორები, მასწავლებლები, ექსპერტები, ტრენერები.
ასოციაცია 1997 წელს დაფუძნდა და უკვე 1998 წლიდან გახდა ისტორიის პედაგოგთა ევროპული ასოციაციების გაერთიანების - „ევროკლიოს“ წევრი (www.euroclio.eu). ამან ხელი შეუწყო ასოციაციის უშუალო კავშირს მსგავს ევროპულ ასოციაციებთან და ევროპაში მიმდინარე პროექტებთან.
  • ასოციაციას გააჩნია რეგიონული ორგანიზაციები თითქმის მთელ საქართველოში. ინდივიდუალური გაწევრიანება ასოციაციაში მუდმივად მიმდინარეობს. (იხ. "გაწევრიანების" გვერდი).
  • ასოციაცია მოწოდებულია იყოს ერთგვარი ხიდი განათლების სამინისტროსა და ისტორიის მასწავლებელს შორის.
  • ასოციაცია გამოსაცემად ამზადებს სახელმძღვანელოებს, ქრესტომათიებსა და მეთოდურ ლიტერატურას მასწავლებლებისათვის, ზრუნავს სტუდენტი-ისტორიკოსების პროფესიული ზრდისათვის.
  • ასოციაციას გააჩნია კვალიფიციური პროგრამები მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებისათვის.
  • ასოციაციის წევრები კვალიფიკაციას იმაღლებენ ევროპის მოწინავე პედაგოგიურ ცენტრებში.
  • ასოციაცია ატარებს მოსწავლეთა და პედაგოგთა კონფერენციებსა და კონკურსებს.
  • ასოციაცია გამოსცემს ჟურნალს"ისტორიკოსი", სადაც ქვეყნდება როგორც სამეცნიერო, ასევე მეთოდური ხასიათის სტატიები, საგაკვეთილო მოდელები, რეცენზიები ახალ ისტორიულ გამოცემებზე და სხვა.
  • ასოციაციას გააჩნია თანამედროვე მეთოდური ლიტერატურის ბიბლიოთეკა ქართულ და უცხოურ ენებზე.
  • ასოციაცია თანამშრომლობს ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ისტორიის სწავლების განვითარება და მისი შედეგები.
მეამაყება, რომ მცირედი წვლილი მაქვს შეტანილი ამ წიგნში შესული მასალების სკოლაში პილოტირებაში
„როგორ ვიცხოვრეთ ერთად XX საუკუნეში საქართველოში“

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ჟურნალი „ისტორიკოსი“


ნომერი I.
2011 წლის 8 ივნისი.
ნომრის თემა - ინტერკულტურული დიალოგი ისტორიის სწავლებაში.


ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ოლივერ რაისნერი.
სარედაქციო საბჭოს წევრები:
გიორგი აბრამიშვილი, ელენე ბოდაველი, ნინო კიღურაძე, გიორგი კლდიაშვილი, ნაირა მამუკელაშვილი, ელენე მეძმარიაშვილი, მანანა შეყილაძე, ცირა ჩიკვაიძე, ნანა ციხისთავი.
ჟურნალი შვიდი განყოფილებისაგან შედგება:
1. ასოციაცია და მისი პარტნიორები.
2. საერთაშორისო სიახლეები ისტორიის სწავლებაში.
3. ქართველი ისტორიკოსების საერთაშორისო ურთიერთობები.
4. მეცნიერება და განათლება.
5. ასოციაციის მიმდინარე საქმეები.
6. ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები.
7. ახალი გამოცემები და რეცენზიები.
  • ჟურნალში შესულია ქართველი და უცხოელი ისტორიკოსების წერილები ისტორიის სწავლების თანამედროვე საკითხებზე;
  • დასმულია მეთოდიკის აქტუალური საკითხები და მათი გადაჭრის გზები;
  • გაშუქებულია ქართველ ისტორიკოსთა ურთიერთობები ევროპელ კოლეგებთან;
  • ჟურნალი მიგითხრობთ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის საინტერესო ღონისძიებებზე;
  • დაბოლოს, მიმოხილულია ახალი წიგნები ისტორიის დარგში.
ჟურნალის გამოცემა დააფინანსა ევროკლიო/მატრა - საქართველოს პროექტმა „ტოლერანტობის მშენებლობა საქართველოში ისტორიის სწავლების გზით“.



ჟურნალი ,,ისტორიკოსი''
 ჟურნალ „ისტორიკოსის“ I ნომერი.


http://historiana.eu/            http://www.euroclio.eu/  








Комментариев нет:

Отправить комментарий

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა