ხათუნა შედანია

გამარჯობა, ეს მე ვარ...........














ხათუნა შედანია– წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი


საიდან დავიწყო, ალბათ იქიდან, რომ მესამე თაობის პედაგოგი ვარ ჩემს ოჯახში.....ალბათ მასწავლებლობა გენებში მაქვს, სხვანაირად არც შეიძლება იყოს.....

 როგორ დავახასიათებდი ჩემს თავს სამი სიტყვით? 
მშვიდი, მაძიებელი, ერთგული

                                                 ჩემი დადებითი და უარყოფითი მხარეები?

დადებითი: მუდმივად მზად ვარ სიახლეებისთვის.ვთესავ სიყვარულს და პატივისცემას, რადგან ვიცი , რომ ასმაგად დამიბრუნდება. მომწონს , როცა შემიძლია სხვათა დახმარება და ამით მათი გაბედნიერება........
უარყოფითი: ძნელად ვივიწყებ წყენას, დღევანდელი საქმის ხვალისათვის ხშირად გადატანა მიწევს :(  , ცოტათი ზარმაციც ვარ!!!!!!!! როგორც ყველა ქართველი :)


ჩემი ადრენალინი?
 დაათვალიერეთ შემდეგი ფოტო და მიხვდებით..........
რადუბი–20 წლის, თსუ–ს ეკონომიკის ფაკულტეტის მე–2 კურსის სტუდენტი,
მარიამ –19 წლის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი
ლუკა–15 წლის, მე–9 კლასის მოსწავლე




                                                      ისევ მე............
საყვარელი ფილმები – 
,,მზე შემოდგომისა''.. ფრაზა ფილმიდან ,,ცხოვრება ისე გღლის, ყოველთვის აღტაცებულ მიჯნურად ვეღარ გამოიყურები კაცი''
,,არაჩვეულებრივი გამოფენა''. ფრაზა ფილმიდან,,........მე ამისგან გავაკეთებ......''
საყვარელი წიგნები, დღემდე სამაგიდო,, ჯეინ ეარი''  P.S. მისტერ როჩესტერი–ოცნების მამაკაცი.....                                  
 რეი ბრედბერის ,,451 გრადუსი ფარენჰეიტით'' P.S. რა ბედნიერებაა, რომ მეხანძრეები ჩვენს დროში წიგნებს არ წვავენ.......

შექსპირის ,,სონეტები''  – ნებისმიერ დროს რომ წავიკითხო, ყოველთვის მგონია, რომ დროულია, ყოველთვის განწყობის შესაბამისია......







                             ჩემი მისასალმებელი გამოსვლა


                            მეგობრებთან ერთად






Комментариев нет:

Отправить комментарий

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა